გამარტივებული საბაჟო შესაძლებლობები ბიზნესისთვის - ვინ ისარგებლებს ახალი შეღავათით?
BM.GE
11.05.23 23:30
• 81
გამარტივებული საბაჟო შესაძლებლობები ბიზნესისთვის - ახალი სტატუსი, რომლის მიღებით ბიზნესი საბაჟოსთვის სანდო პარტნიორი ხდება. რის შედეგადაც, მას ნაკლები ტექნიკური და თუ ფიზიკური შემოწმების გავლა მოუწევს. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ამ დროისთვის სამმა კომპანიამ მოიპოვა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში ამბობენ, რომ აღნიშნული სტატუსის მისაღებად კიდევ 4 კომპანია ემზადება. მათი განმარტებით, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოპოვება ყველა დაინტერესებულ ბიზნეს ოპერატორს შეეძლება მიუხედავად კომპანიის ზომისა და ბრუნვისა. მათ მხოლოდ მოუწევთ კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელიც შემოსავლების სამსახურის მხრიდან მოწმდება. რაც შეეხება უპირატესობებს, კომპანია გრანტ ენდ თორნთონში ამბობენ, რომ სტატუსს კომპანიებისთვის როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი უპირატესობები აქვს. მათი განმარტებით, შემოსავლების სამსახურის მიერ აღიარებულ ავტორიზებულ ოპერატორს საშუალება ექნება საბაჟო სერვისებით ისარგებლოს იმგვარად, რომ ადგილზე არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებს თავი აარიდოს. ასევე სტატუსის მფლობელებს შეეძლებათ საბაჟო პროცედურების დასრულებამდე საქონლის შენახვა საკუთარ საწყობში.