Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ღამის კლუბები იხსნება! - წესები, შეზღუდვები, გეგმები

BM.GE
22.02.22 13:03
329
მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლუბო ინდუსტრია მუშაობას მარტიდან განაახლებს. “როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა”,-წერია მთავრობის მიერ 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. ერთადერთი შეზღუდვა, რაც საკლუბო სექტორს მთავრობამ დაუტოვა, ღონისძიებაზე დამსწრეთა ოდენობას ეხება, რაც 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს. 

რა ხდება ამ დროს მსოფლიოს საკლუბო ინდუსტრიაში? რას გულისხმობს პროტოკოლი, რომლის დაცვითაც უწევთ ღამის კლუბებს მუშაობის გაგრძელება და ითხოვენ თუ არა მწვანე პასპორტს? 

სტუმარი: სოფო ებრალიძე - კლუბ "ხიდის" წარმომადგენელი.
 


Subscribe to our news

Get the main news of the day