Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გამკაცრდება თუ არა აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონმდებლობა?

BM.GE
12.09.22 11:46
172
აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონმდებლობა შესაძლოა კიდევ გამკაცრდეს. ამის შესახებ კომენტარი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა „მთავრობა აკვირდება პროცესს და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები მიმართული იქნება საზოგადოების მაქსიმალური დაცვისკენ. 

გასულ თვეში ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია. 

ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები 1 მარტიდან ამოქმედდა, მას შემდეგ დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1 907. 

რა ეფექტი ქონდა გამკაცრებულ კანონს და რა იცის ბიზნესმა მის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებაზე? 

სტუმარი:გიორგი მამულაიშვილი - "სათამაშო ბიზნეს ასოციაციის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;



Subscribe to our news

Get the main news of the day