განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ახალი პედაგოგები გაკვეთილებს ძველ პედაგოგებთან ერთად ჩაატარებენ. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ახალი პედაგოგის შესვლა სკოლაში ნიშნავს, სხვისთვის საათების მოკლებას, რაც სკოლებში ახალგაზრდა/დამწყები პედაგოგების შესვლის წინაღობა გახდა.
„თუ სკოლას მათემატიკის 100 საათი აქვს და ჩვენ გივნდა, რომ ახალგაზრდა პედაგოგი შევიდეს სკოლაში, ჩვენ დამავამატებთ საათებს და ეს იქნება 2 პედაგოგის მიერ ერთად ჩატარებული გაკვეთილი, - ანუ გამოცდილი და დამწყები პედაგოგი ერთად ჩაატარებენ გავკეთილებს რაღაც პეროდში“, - ამბობს მინისტრი.