Home
Category
TV Live Menu

გამოკითხული კომპანიების 95%-ს ბოლო 2 წელში, მონაწილეობა არ მიუღია საგადასახადო კანონმდებლობის განხილვაში

5799ef30accd2
ელენე გოგბერაშვილი
28.07.16 15:38
1042
USAID-მა პროექტის ფარგლებში-მმართველობა განვიტარებისთვის, საგადასახადო სისტემისადმი არსებული ბიზნესგანწყობები გამოიკვლია. გამოკითხულთა დიდი ნაწილი საგადასახადო სტრუქტურების მუშაობას მეტწილად დადებითად აფასებს და პარალელურად, საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესების სურვილს გამოთქვავს. კომპანიების 80% საგადასახადო კოდექსის გამარტივებას და გადასახადების მოცულობისა და რაოდენობის შემცირებას ისურვებდა.
საწარმოების კომენტარებში განსაკუთრებით ფიგურირებს მოსაზრება მოგების გადასახადის შემცირების ან გაუქმების შესახებ და გადასახადების დადგენა კომპანიის შემოსავლების დონის მიხედვით.

გადასახადები საქართველოში უფრო მეტად საშუალო (28%), მძიმე (26%) ან ძალიან მძიმე (20%) ტვირთად აღიქმება. მათი ნახევარი (49%), ვინც გადასახადების ტვირთს მძიმედ აფასებს, ვაჭრობის სფეროშია მოქცეული. უფრო გამოკვეთილად, კომპანიები გადასახადების სიმძიმეზე საუბრობენ ისეთ სფეროებში როგორიცაა ლოჯისტიკა, სასტუმრო და რესტორნები და საკვები პროდუქტების წარმოება.

გამოკითხული კომპანიების უმრავლესობისათვის საგადასახადო კანონმდებლობის განხილვის პროცესში საწარმოების მონაწილეობა შეზღუდულია. კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას (95%) ბოლო 2 წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია საგადასახადო კანონმდებლობის განხილვაში. თავის მხრივ, ის კომპანიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მსგავს პროცესში ძირითადად დიდი ზომის საწარმოებს წარმოადგენენ უმეტესად ვაჭრობის სფეროში. როგორც წესი, მსხვილი ბიზნესი გაცილებით აქტიურადაა ჩართული მსგავს პროცესებში.

ის, რომ ბიზნესს მეტი შეღავათი სურს, ამის შესახებ საუბრობს მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელიც. მიხეილ ჭელიძე, ინფორმაციის პრობლემაზეც მიუთითებს და ამბობს, რომ ის, კომპანიები, რომლებიც ასოციაციებში გაერთიანებული არ არის, საგადასახადო კოდექსში განხორცელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირ შემთხვევაში არ ფლობენ.

როგორც ჩანს, მიუხედავად საერთაშორისოდ აღიარებული ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკისა, კომპანიების დამოკიდებულება ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობის მიმართ უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულის მიზეზი საგადასახადო კოდექსის ხშირი ცვლილება და ბუნდოვანი ჩანაწერები, ასევე გადასახადების რაოდენობა და განაკვეთია.

Subscribe to our news

Get the main news of the day