Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გამოწერილი პროდუქციის განბაჟების ზღვარის გაზრდის ინიციატივა

BM.GE
11.05.22 11:54
272
გადამზიდავი კომპანიები პროდუქციის განბაჟების ზღვარის გაზრდის ინიციატივით გამოდიან. განბაჟების ზღვარის ცვლილების აუცილებლობას ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორით ხსნიან და ამბობენ, რომ მომხმარებელს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა 100 დოლარამდე ღირებულების ნივთების გამოწერის დროსაც უწევს.

ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანია, USA2GEORGIA მომხმარებელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, კომპანია აპირებს მიმართოს სამთავრობო და საპარლამენტო სამსახურებს - 300-ლარიანი განბაჟების ზღვარის 700 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით, რისთვისაც მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ნების გამოხატვაა საჭირო.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა ქვეყნის ონლაინმაღაზიებში შეძენილი ხარისხიანი ნივთის ღირებულება თუკი - 90 აშშ დოლარს აღემატება, სავალდებულოა, მომხმარებლის მიერ საქართველოს შემოსავლების სამსახურში დეკლარირება, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის მიზნით, რაც შეადგენს 18%-ს და მომხმარებელს მნიშვნელოვნად უზრდის ონლაინ-შეძენისას გაწეულ ხარჯს. უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მატებამ ლართან მიმართებაში კი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 300-ლარიან ზღვარზე და მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ 14 მაისიდან უცხოეთიდან გამოწერილ ამანათებს მომსახურების ახალი საკომისიო ემატება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით, ცვლილება თვითმომსახურების ელექტრონული სერვისების წახალისებისთვის არის მიღებული, რადგანაც მომხმარებელს eCustoms-ის მეშვეობით ამანათის წინასწარი გატარების შემთხვევაში უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე ამ ოპერაციის ფიზიკურად გეზ-ში შესრულება ეღირება.

სტუმრები: დავით ბეროშვილი - Getit.ge-ის დამფუძნებელი;
გიორგი კაპანაძე - inex group-ის დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day