„გამოწვევებით სავსე დროს მინდა სებ-ის საბჭოში აღმოვჩნდე“ - თურნავა
BM.GE
06.06.22 15:00
• 274
საპარლამენტო კომიტეტებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავას მოსმენა დაიწყო. ნათია თურნავას დღეს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, მოგვიანებით კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები მოუსმენენ. საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა 24 მაისს წარადგინა. ემზადება თუ არა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის?