Home
Category
TV Live Menu

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და გლობალ ბენეფიტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

59562340c80e2
BM.GE
30.06.17 14:08
994
30 ივნისს განათლების საერთაშორისო ცენტრსა და „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია კომპანიის მიერ ცენტრის საქმიანობისა და მისიის ხელშეწყობა და ცენტრის ბენეფიციარებისთვის საერთაშორისო სტუდენტური დაზღვევის ექსკლუზიური პირობების შეთავაზება.

ასევე, წლის განმავლობაში, კომპანია ყოველწლიურად უზრუნველყოფს რამდენიმე სტუდენტების დაფინანსებას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა და სპეციალობები განისაზღვრება განათლების საერთაშორისო ცენტრთან შეთანხმებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day