განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს შექმნის - ამის შესახებ საუბარია განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტში, რომელიც 2018 წლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
აქვე აღნიშნულია, რომ დიდი ყურადღება დაეთმობა დისტანციური სწავლების(ონლაინ კურსების) დანერგვას.
ყველაფერთან ერთად, განათლების სამინისტრო აპირებს სასწავლო დაწესებულებები არაგეგმიურად შეამოწმოს, რათა გაიზარდოს უნივერსიტეტების პასუხისმგებლობა.
"არაგეგმიური შემოწმების შედეგად ავტორიზაციის სტანდარტებისადმი შეუსაბამობა უნივერსიტეტებისთვის სტუდენტთა მიღების შეჩერების მიზეზი გახდება“,- ნათქვამია დოკუმენტში.
უწყება აპირებს, ასევე, ამოქმედდეს ევროპის საბჭოს უმაღლესი განათლების სტანდარტებთან თავსებადი აკრედიტაციი მოდელი.
„ხელს შევუწყობთ უნივერსიტეტებში უმაღლესი რანგის მეცნიერთა მოზიდვას და მათი აკადემიური თავისუფლებისთვის ყველა პირობის შექმნას“,- ნათქვამია დოკუმენტში.