Home
Category
TV Live Menu

"განათლების სამინისტრომ ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში 4-5-მილიონი ლარის დაზოგვა შეძლო"

5899beee34de9
სალომე მეცხვარიშვილი
07.02.17 16:31
978
საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში უწყებამ მთლიანობაში 4-5- მილიონამდე ლარის დაზოგვა შეძლო. ასე უპასუხა მინისტრმა "ბიზნესკონტრაქტის" შეკითხვას, როგორია ოპტიმიზაციის შედეგები.

როგორც ჯეჯელავამ განაცხადა, მთლიანობაში განათლების სისტემაში 300-დან 400-მდე თანამშრომლის გათავისუფლება მოხდა.

"ერთდაერთი, რასაც ხარჯების ოპტიმიზაცია არ ეხებოდა, იყო კვლევითი დაწესებულებები და სკოლები. დანარჩენი ყველა უწყებას შეეხო ოპტიმიზაცია. თვითონ სამინისტროს ბიუჯეტი 10%-ზე მეტით არის შემცირებული, ადმინისტრაციული ხარჯებიც და სახელფასო ხარჯებიც. ზოგგან შემცირებულია თანამშრომლების რაოდენობა. ხელფასების შმეცირების გზით არ წავსულვართ, შევეცადეთ, ნაკლები ადამიანით შეგვესრულებინა იგივე სამუშაო.

რესურსცენტრებში შევამცირეთ იურისტები და აუდიტები და დავამტეთ განათლების სპეციალისტები. ჯამური რაოდენობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია.
პროფორიენტაციის სამსახურის კოორდინატორები, რომლებიც მანდატურის სამსახურზე იყო მიმაგრებული, პრაქტიკულად გავაუქმეთ და შევეცადეთ, გადაგვენაწილებინა მათ საქმიანობა დეპარტამენტებზე. ვცდილობთ, რომ პროფესიული განათლების დეპარტამენტებმა და სხვა დეპარტამენტებმა ეს ფუნქცია თავის თავზე იკისრონ",- განაცხადა ჯეჯელავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day