Home
Category
TV Live Menu

განათლებისა და მეცნიერების მინისტრად თსუ-ს პრორექტორი ინიშნება

5a0946e7e5e50
BM.GE
13.11.17 11:15
902
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი წარადგინეს. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი. მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში
მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი, მან დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. ის 20 წლის განმავლობაში ასწავლიდან ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში",- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day