Home
Category
TV Live Menu

განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნიკის მწარმოებელი ბერძნული კომპანია საქართველოში ქარხნის მშენებლობას გეგმავს

5822ead68ec3b
სალომე მეცხვარიშვილი
09.11.16 13:20
1033
განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნიკის მწარმოებელი ბერძნული კომპანია AIR SUN საქართველოში ქარხნის გახსნას გეგმავს. კომპანია აპირებს საქართველოში დანერგოს თანამედროვე აპარატები, რომლებიც ენერგიას მზისა და ქარის მეშვეობით გამოიმუშავებენ.

კომპანიას საწარმოს ამოქმედება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სურს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ მცხეთა-მთიანეთის გუბრენატორის მოადგილე კობა არაბულმა მიაწოდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კობა არაბულის განცხადებით, კომპანიას განსაკუთრებით დააინტერესა იმ შეღავათებმა, რომელიც მთის საწარმოს სტატუსის მინიჭების შემთხვევაშია გათვალისწინებული, სწორედ ამიტომ საწარმოს მშენებლობა მაღალმთიან რეგიონში სურს. კობა არაბულის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიას ქარხნისთვის 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი სურს.

„ეს არ არის ის ქარის წისქვილები, რომლებიც გორში დავდგით, ეს არის მობილური აპარატები, რომლებიც შეიძლება სახლის სახურავზე დადგა. ეს არის ენერგეტიკული საშუალება, რომელიც ყოველ საათში 5 კილოვატს იძლევა. ეს არის სინათლეზე და ქარზე მომუშავე აპარატურა, რომელიც ენერგიას ქართან მიმართებაში 1 მეტრ-წამზე ც კრეფს“,- აცხადებს კობა არაბული.

Subscribe to our news

Get the main news of the day