განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, ბოლო 10 წელიწადში მსოფლიოში განახლებადი ენერგიის გენერაცია 2-ჯერ გაიზარდა. ჰიდროენერგიას მსოფლიოს განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ყველაზე დიდი - 40 % უკავია, მზის ენერგიას - 28%, ხოლო ქარის ენერგიას - 27%. ქარის და მზის სადგურები, ერთად აღებული, ელექტროენერგიის სიდიდით მეოთხე წყაროა, ქვანახშირის, გაზისა და ჰიდროს შემდეგ. ემბერის მონახემებით, ქარისა და მზის ენერგიის მოხმარებით ევროპა ლიდერობს. სად არის საქართველო და რონელი ქვეყნები არიან მოწინავე პოზიციაზე?