Home
Category
TV Live Menu

განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ფოსტის ყოფილი შენობა იყიდება

57fe13c7c7581
BM.GE
12.10.16 14:40
1301
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 1 ლარად ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–ში მდებარე უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა.

საინვესტიციო პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მინიმუმ 8 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აუქციონის პირობებით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სულ მცირე 30 ნომრიანი სასტუმრო და „საქართველოს ფოსტის“ ექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა, ასევე, განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობა.

ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2016 წლის 31 ოქტომბერს, 17.00 საათზე.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/355848

სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.

Subscribe to our news

Get the main news of the day