Home
Category
TV Live Menu

განსაკუთრებით დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტის შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

591aa847b8d79
BM.GE
16.05.17 11:18
675
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შენახვა, რეალიზაცია, გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარ საცხოვრებელი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ 29 239 კოლოფ Master-ს, რომლის ნაწილიც, 7 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი Master-ი გაასაღა ერთ-ერთ ბრალდებულზე. საგამძიებო სამსახურმა აღნიშნული პირი დააკავა პროდუქციის გადაზიდვის მომენტში, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი ამოღებულია საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

Subscribe to our news

Get the main news of the day