Home
Category
TV Live Menu

"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრეებს და მაშველებს ოპერატიული მუშაობისთვის"

598abf45582cc
BM.GE
09.08.17 11:50
703
პრემიერი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, მეხანძრეებს და მაშველებს ოპერატიული მუშაობისთვის მადლობას უხდის. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მათ მთაწმინდის რაიონში საკმაოდ რთულ რელიეფზე, უმოკლეს დროში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ, დარჩენილი კერების სრულად ლიკვიდირება.

"მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ატარებდნენ პრევენციულ სამუშაოებს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day