Home
Category
TV Live Menu

გარდაბანში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება 2019 წელს იგეგმება

57ed2c1f81779
BM.GE
29.09.16 18:52
1035
გარდაბანში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება 2019 წელს იგეგმება, უშუალოდ სამუშაოები კი მომავალ წელს დაიწყება. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ადგილზე წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

"ნახშირის თბოელექტროსადგურის მშნებელობა ძალიან მნიშვნელოვანია, ის იმუშავებს ქართულ ნახშირზე, რაც ინდუსტრიის მძლავრი კომპონენტია. ეს არის დამოუკიდებელი ადგილობრივი რესურსი, რომელსაც იმპორტირებულზე დამოკიდებულების შემცირება შეუძლია.

ჩვენ შევძლებთ ნახშირის ინდუსტრიის შენარჩუნებას. ძალიან აქტიურ ფაზაშია სამუშაოები", - აცხადებს ვალიშვილი. მისივე თქმით, ტყიბულში თბოსადგურის მშენებლობა ადგილზე ინფრასტრუქტურის არარსებობის და გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამო აღარ მოხდა.

"გარკვეული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პროექტი განხორციელდეს გარდაბანში სადაც თბოსადგურები იყრის თავს.

ნახშირის თბოელექტროსადგურის სიმძლავრე განსაზღვრლია მოპოვებასთან მიმართებაში. ვვარაუდობთ რომ ეს იქნება 150 მეგავატის სიმძლავრის თბოსადგური", - აცხადებს ვალიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day