Home
Category
TV Live Menu

"გარემო ფაქტორები და ფუნდამენტური ფაქტორები ლარის კურსის სასარგებლოდ იყო და ამის შედეგი გვაქვს"

58b569acc13ea
BM.GE
28.02.17 16:13
1086
"თი ბი სი" ბანკის ფინანსური დირექტორი, გიორგი შაგიძე ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების მიზეზებს განმარტავს. როგორც ის აღნიშნავს, ლარის გამყარების ერთდღიანი ცვლილება ყოველთვის მოსალოდნელია, თუმცა მასზე მოქმედი ფაქტორები ლარის კურსის სასარგებლოდაა და ლარის გამყარებაც ამის შედეგია.

"რაც შეეხება წლის დასაწყისიდან გამყარებას, აქ გარემო ფაქტორებთან და ფუნდამენტურ ფაქტორებთან გვაქვს საქმე და ორივე ფაქტორი ლარის კურსის სასარგებლოდ იყო და ამის შედეგები გვაქვს. სამომავლო პროგნოზისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება ფუნდამენტურ ფაქტორებს, გაუმჯობესება გავქვს. იანვარი იყო კარგი, როგორც ექსპორტის, ისე ფულადი გზავნილების და ტურიზმის თვალსაზრისით. გარე ფაქტორებიდან, რუსული რუბლიც, თურქული ლირაც და აზერბაიჯანული მანათიც მყარად არის წლის განმავლობაში", - განმარტავს გიორგი შაგიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day