თუ M2-ის ინიციატივა რამენაირად ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გააქტიურებას, აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს, თუმცა, ცვლილებები არ უნდა მოხდეს გარემოს დაცვის ხარჯზე,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განუცხადა. ასე უპასუხა კუჭავამ "ბიზნესკონტრაქტის" შეკითხვას სამშენებლო კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მ2 ხეების მოჭრის პროცედურის გამარტივებას ითხოვს.
"ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ აქტივობებზე, მათს უფრო გაძლიერებაზე და სახელმწიფოს მხრიდან მათს ხელშეწყობაზე. თუ ეს უკავშირდება რაიმე ბიუროკრატიულ მექანიზმს და საჭიროა, ამ კუთხით ბიზნესის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შესაბამისი ცვლილებების მიღება - პირიქით, ეს არის ის, რასაც ვპირდებოდით ბიზნესს და შევასრულებთ კიდეც. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ უნდა მოხდეს გარემოს დაცვის ხარჯზე მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ბიზნესისთვის მისასალმებელია",- აცხადებს კახა კუჭავა.
m2 ხეების მოჭრის პროცედურის გამარტივებას ითხოვს - "გარემოსთვის საფრთხის შემცველი ხეების მოჭრაში ფულის გადახდა აბსურდია"