გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, დაბა კაზრეთში „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2018 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრების ჩართულობით ხორციელდება, მინისტრმა „არემჯის“ მიერ მიწერილობის ფარგლებში განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების შედეგები მოინახულა და კომპანიის გარემოსდაცვითი აქტივობების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიიღო. აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2021-2022 წლის შემოწმებას, შპს #RMG Gold-ში არც ერთი დარღვევა და ნაკლოვანება არ გამოუვლენია, რაც კომპანიის, საჯარო სექტორისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობლივი მუშაობის და დიდი ძალისხმევის შედეგია.