20 აპრილიდან დღემდე "თბილსერვის ჯგუფის" ქვეითი ინსპექტორების მიერ 1807 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. თბილსერვის ჯგუფის მიერ „საქმის კურსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან 944 შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაჯარიმებული; 863 სამართალდამრღვევი პირი საქართველოს მოქალაქეა, მათგან 59 კი იურიდიული პირია.
ამასთან, წლის დასაწყისიდან დღემდე, ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის კომპანიები ჯამში 200 000-მდე ლარით დაჯარიმდნენ. 1 იანვრიდან ზედამხედველობის სამსახურის სამანქანო ეკიპაჟების მიერ შედგენილია 462 სამართალდარღვევის ოქმი, საერთო თანხით - 342 720 ლარი. აქედან 304 ოქმი ფიზიკურ პირზეა შედგენილი და მისი საერთო თანხა 143 120 ლარია; 158 ოქმი კი იურიდიულ პირზეა შედგენილი და საერთო თანხა 199 600 ლარს შეადგენს.