საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, არტ-ვილა გარიყულას კოშკის აღდგენა დაიწყო.
პროექტის მიზანია, არტ-ვილა გარიყულას ყველაზე სახასიათო არქიტექტურული დეტალის კოშკის როტონდის გამაგრება და მისი იატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლება.
ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს რესტავრაციის პროექტზე მუშაობა, რომლის დასასრულს, სააგენტოსთან შეთანხმებით, მოაჯირების, კიბეებისა და იატაკის გამოცვლა დაიწყება.
"როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდება - სასახლის მფლობელი და მისი დამპროექტებელი როტონდას სანათურივით იყენებდა და განსაკუთრებულ, საზეიმო შემთხვევებში შუქურასავით ანათებდა.
არტ-ვილა გარიყულა, წარსულში - ბოლგარკიაანთ სასახელე, სოფელ გარიყულაში პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ ააშენა 1885 წელს.
ბოლგარსკის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ეროვნულ არქივში. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და უკვე აღარარსებული სამხედრო ტაძრის ინჟინერი.
სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით, სამაცივრე მეურნეობას, ვენახებს და საკონსერვო წარმოებას.
გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი გააკულაკეს. მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით, შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფო ს გამგებლობაში გადავიდა. 80-იან წლებში ნახევრად დანგრეულ შენობაში სოფლელები თივას ინახავდნენ.
ბოლგარსკიაანთ სასახლის ახალიი სტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. ამ სამუშაოში, მოხალისეებად იყვნენ ჩართული თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრად დანგრეულმა ბოლგარსკიაანთ სასახლემ ახალი ფუნქცია შეიძინა - გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად, სადაც , 2000 წლიდან მოყოლებული, უამრავ ი საინტერესო წამოწყება ხორციელდება.
დღეს, შენობა ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლია. ყველა სამუშაო, დაკავშირებული შენობის აღდგენასთან, ტარდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ , არტ-ვილა გარიყულასა და მისი ფესტივალის - Fest I Nova-ს ტრადიციული სპონსორის - თიბისი ბანკის მხარდაჭერით”,- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.