Home
Category
TV Live Menu

"გარკვეულ პროდუქტებზე ფასები იზრდება, თუმცა გარკვეულ პროდუქტებზე ხდება ფასების შემცირება"

5853e4aa64122
BM.GE
16.12.16 16:56
1005
"საქართველოში ფასების ინდექსი გამოითვლება საერთაშორისო მეთოდოლოგიით, რომლის შემოწმებას ახორციელებს სავალუტო ფონდი, რომელიც ძირითად სტანდარტებს განსაზღვრავს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. კობა გვენეტაძის განცხადებით, დღეს დაახლოებით 295 პროდუქტია გამოთვლაში ჩართული და სამომხმარებლო კალათის შეცვლა ყოველწლიურად ხდება.

"ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, თუმცა ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შემცირება.

ნოემბრის ბოლოს წლიური ინფლაცია იყო 0,6 პროცენტი. ეს პროცესი არის საერთაშორისო მეთოდოლოგიის ქვეშ მოქცეული.

ზოგადად, საკრედიტო ბაზრის განვითარება და სესხის აღება დამოკიდებულია იმ ურთერთობებზე რომელიც ვითარდება სხვადასხვა კომპანიებსა და ბანკებს შორის. ასევე თუ როგორ აღიქმება ის რისკები, რომელიც სესხებას უკავშირდება. ევროპულ ბანკებთან არის ურთიერთობა, არის ქართული კომპანიებიც რომლებსაც აქვთ კავშირი უცხოურ ბანკებთან. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ეს არხები კიდევ განვითარდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day