Home
Category
TV Live Menu

"გარკვეული ნორმატიული დოკუმენტაცია, დინამიური პროცესებიდან გამომდინარე, საყოველთაო განხილვის საშუალებას არ იძლევა"

590c3cab8e8bf
BM.GE
05.05.17 12:47
758
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი სამინისტროს მხრიდან ნორმატიული აქტების მიღებაზე განმარტებას აკეთებს. შეგახსენებთ, რომ სამინისტოს მიერ აქტების საჯაო განხილვის გარეშე მიღებაზე "საქმის კურსთან" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" საუბრობდა და ამბობდა, რომ ნორმატიულ აქტებში ცვლილება გარკვეულ შემთხვევებში ერთ ღამეში ხდება და ეს საინვესტიციო გარემოს აზარალებს.

მარიამ ვალიშვილი "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ არის სამართლებრივი დოკუმენტების გარკვეულუი კატეგორია, რომელიც საკანონმდებლო ფორმატში საჯარო განხილვებს ითვალისწინებს და არ შეიძლება მონაწილე და დაინტერესებული მხარის ჩართვის გარეშე მისი განხორციელება, თუმცა არის გარკვეული ნორმატიული დოკუმენტაცია, რომელიც დინამიური პროცესებიდან გამომდინარე, მის საყოველთაო განხილვის საშუალებას არ იძლევა.

"ბუნებრივია სწორ კომუნიკაციას ყოველთვის აქვს აზრი და მიზანშეწონილობა, მაგრამ არის გარკვეული თემები, რომელიც დროისა და გარკვეული ფაქტორების გამო, არც სამართლებრივად მოთხოვნადია ფორმალურად, მაგრამ რეკომენდირებული შეიძლება, იყოს. ამის მოხერხება ყოველთვის ცოტა რთულია.

თუ რამე კეთდება ენერგეტიკაში, ეს დარგის ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება. ამ შემთხვევაში ინვესტორებს შეიძლება, არ ჰქონდეთ თანხვედრი ინტერესი მომხმარებელთან მიმართებაში, რადგან ინვესტორს უნდა მოგების მიღება. ინვესტიცია სწორედ მოგებიდან გამომდინარე უნდა განახორციელოს და ეს არის ბუნებრივი მოვლენა, მაგრამ მეორეს მხრივ, მომხმარებელი შეზღუდულია განსაზღვროს, რა არის მისთვის ოპტიმალური ინვესტიცია და სწორედაც სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილებები, შეცვალოს კანონმდებლობა, თუ ამის საჭიროება და დასაბუთება არსებობს", - განაცხადა ვალიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day