Home
Category
TV Live Menu

"გასულ კვირას დონალდ ტრამპის განცხადებებმა ამერიკის საფონდო ინდექსების ზრდა გამოიწვია"

58a3183b6c3f6
BM.GE
14.02.17 18:44
1081
გასულ კვირას ამერიკის საფონდო ინდექსებმა ზრდა დააფიქსირეს და კიდევ ერთხელ მაქსიმუმი აჩვენეს, - Galt&Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელის გოგა მელიქიძის განცხადებით, საფონდო ინდექსების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გასულ კვირას ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა.

"საფონდო ინდექსების ზრდის განმაპირობებელი იყო ტრამპის განცხადება, - გასულ კვირას ის შეხვდა ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს და აღნიშნულ კონფერენციაზე გადასახადების დერეგულირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გააჟღერა. ამან განსაკუთრებული დადებითი ეფექტი იქონია საფონდო ბირჟებზე. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ამბობს რომ თუ საპროცენტო განაკვეთს გადახედავს - მას გაზრდის, რადგან ამერიკაში არ მივიღოთ განსაკუთრებული ინფლაციური ფონი", - განაცხადა მელიქიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day