Home
Category
TV Live Menu

გასულ კვირას ნავთობის ფასები შემცირდა

5964b0c92a292
BM.GE
11.07.17 15:03
1030
Brent ტიპის ნავთობის ფიუტჩერსების ფასმა ბარელზე 46.71$ აშშ დოლარი შეადგინა და 1.40$-ით ანუ 2.9%-ით შემცირდა, ხოლო (WTI) ნავთობის ფიუტჩერსების ფასი 1.29$-ით ანუ 2.8%-ით შემცირდა და ბარელზე 44.23 დოლარით განისაზღვრა.

გასულ კვირას ორივე ტიპის ნავთობის კონტრაქტების ფასი - (WTI) -ის შემთხვევაში 3.9% -ით, ხოლო Brent ტიპის ნავთობის ფიუტჩერსების ფასი 2.5%-ით შემცირდა და 6 თვის მინიმუმზე იმყოფება.

research at Clipperdata-ს დირექტორის Matt Smith-ის განცხადებით: „ნავთობის უწყვეტი მიწოდების ნაკადი გრძელდება“.

Matt Smith -მა ასევე განაცხადა რომ: „Opec-ის მიერ განხორციელებული გასული თვის ექსპორტის მოცულობა გაცილებით გაზრდილია, ვიდრე აპრილისა და მაისის თვეში, როგორც ჩანს Opec-ი გულგრილია თავისივე გარიგებისადმი.“

Reuters-ის მონაცემების მიხედვით, Opec-ის მოპოვების მაჩვენებელი მიმდინარე წელს უმაღლეს ნიშნულზეა.

რუსეთმა, რომელიც Opec-თან ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხებში თანამშრომლობს, განაცხადა, რომ „საჭიროების შემთხვევაში მზად არის გარიგების პარამეტრებს გადახედოს“. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ნავთობმომპოვებელ ქვეყანათა მონიტორინგის ჯგუფი 24 ივლისს რუსეთში აპირებს შეხვედრას.

ნავთობის სერვისული კომპანია Baker Hughes-ის მონაცემების მიხედვით, ა.შ.შ-ში საბურღი დაზგების რაოდენობა 763 ერთეულამდე გაიზარდა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ხუთშაბათს, ა.შ.შ-ს მთავრობის მონაცემების მიხედვით შარშანდელთან შედარებით ნავთობის მოპოვება 1%-ით არის გაზრდილი და კვირაში 9.34 მილიონი ბარელით განისაზღვრება.

ამერიკული ბანკის Morgan Stanley-ის წარმომადგენლების განცხადებით: (WTI)-ის ტიპის ნავთობზე ფასები 50$-ზე ქვემოთ 2018 წლამდე შენარჩუნდება. ამასთანავე განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ Opec-ი ნავთობის მოპოვების შემცირებას გაახანგრძლივებს და ამავდროულად ა.შ.შ-ში ფიქლის ნავთობის მოპოვებაც შემცირდება, 2018 წლამდე შესაძლებელია მსოფლიოს მასშტაბით დარეგულირდეს ნავთობის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, რაც ნავთობის ფასებზე დადებით გავლენას მოახდენს.

ნავთობისა და გაზის სააგენტო

Subscribe to our news

Get the main news of the day