BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 31.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.64% წინა კვირასთან შედარებით და +6.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 545 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.50 – 31.05 დიაპაზონში.
გალტ&თაგარტის ინფორმაციით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 82 ათასი აქცია შეადგინა, რაც გასული თვის მონაცემზე მეტია. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 0.87%-ით ხოლო წინა თვესთან დაიკლო 0.04%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.38% შეადგინა. თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 14.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+3.78% წინა კვირასთან შედარებით და +8.86% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 392 ათასს გადააჭარბა, GBP 13.00 – 14.00 დიაპაზონში.
ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.69 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+1.10% წინა კვირასთან შედარებით და +3.94% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 48 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.60 – 3.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 11 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.04% შეადგინა.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგება არ დადებულა, შედეგად გალტ ენდ თაგარტის ინდექსი არ შეცვლილა და 908.64-ზე შენარჩუნდა.