Home
Category
TV Live Menu

გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა

597f3312f2f19
BM.GE
31.07.17 17:39
881
BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.66% წინა კვირასთან შედარებით და -0.92% გასულ თვესთან შედარებით. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ვაჭრობის მოცულობამ 252 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.10 – 35.39 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 83 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 0.12%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 1.29%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.64% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-0.55% წინა კვირასთან შედარებით და +4.06% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 164 ათასს გადააჭარბა, GBP 15.58 – 16.27 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-1.39% წინა კვირასთან შედარებით და +0.85% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 42 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.55 – 3.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 11 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.03% შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day