გასულ წელს ბუნებრივმა კატასტროფებმა მსოფლიოს 175 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. გერმანული სადაზღვევო ფირმის Munich RE-ს ინფორმაციით, აღნიშნული ციფრი ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. აქედან ანაზღაურებული მხოლოდ მთლიანი თანხის 30%-ია.
31 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია იაპონიაში ორმა მიწისძვრამ, ზაფხულში ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად კი ზარალმა 20 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ჯამში გასულ წელს 160-მდე ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივ კატასტროფებს გასულ წელს 9000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.