Home
Category
TV Live Menu

გასულ წელს კომპანიებმა ოფშორებში 221 მილიარდი დოლარი შეინახეს

5729e07bdeae6
BM.GE
04.05.16 15:42
1208
გასულ წელს კომპანიებმა ოფშორებში 221 მილიარდი დოლარი შეინახეს, - ინფორმაცია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ანგარიშშია (UNCTAD) მოცემული, რომლის მიხედვითაც, 2014 წელთან შედარებით ოფშორისთვის გამოყოფილი თანხები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩარიცხული თანხების კუთხით მთავარ სამიზნედ კვლავ ლუქსემბურგი რჩება, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში თანხების განთავსებაზე წესები გამკაცრდა, რამაც გზავნილების შემცირებაც გამოიწვია.
 
UNCTAD-ის მონაცემებით, ბოლო წლებში სულ უფრო მეტ თანხების გადარიცხვას ახორციელებენ განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. 2010-2014 წლებში თანხების 65% ჰონგ-კონგიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ვირჯინიის და კაიმანის კუნძულებიდან, ასევე ბრიტანეთიდან მოდიოდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day