გასულ წელს საქართველოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 42,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1,9 მილიონი ტონით ნაკლებია და ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საზღვაო ნავსადგურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებულმა ტვირთებმა გასული წელს 17,6 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1,6 მილიონი ტონით ჩამოუვარდება.
საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 329,805 TEU/ერთეული შეადგინა, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია.
წინა წელთან შედარებით, გაზრდილია სამოქალაქო ავიაციის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რკინიგზის კი შემცირებულია, - 14,1 მილიონი ტონიდან 11,9 მილიონ ტონამდე.
შემცირებულია საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა. კერძოდ, 0,9 მილიონი ტონით შემცირდა ტვირთების გადამუშავება ყულევის საზღვაო ტერმინალში, ბოლო ერთ წელში 0,1 მილიონი ტონით შემცირდა ტვირთების გადამუშავება სუფსის საზღვაო ტერმინალში, ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში; ხოლო ფოთის ნასადგურში ტვირთების გადამუშავება 6,8 მილიონი ტონიდან 6,3 მილიონამდეა შემცირებული.