Home
Category
TV Live Menu

გასულ წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა

589974df1d193
BM.GE
07.02.17 11:17
1098
გასულ წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2016 წელს ნავთობის მოპოვებამ საქართველოში 38 557 ტონა შეადგინა. შედარებისთვის ეს ციფრი 2015 წელს 40 206 ტონას შეადგენდა, 2014 წელს 42 632 ტონას, 2013 წელს 47 863 ტონას, ხოლო 2012 წელს კი 48 977 ტონას.

გასულ წელს მოპოვებული ნავთობიდან, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წილი 17 102 ტონა იყო, ხოლო 21 455 ტონა კი კონტრაქტორის.

Subscribe to our news

Get the main news of the day