Home
Category
TV Live Menu

გასულ წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯი 37 მილიონ 869 ათასი ლარი იყო, შემოსავალი კი 3 მილიონ 203 ათასი ლარი

591332d43179f
სალომე მეცხვარიშვილი
11.05.17 09:40
780
2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯი 37 მილიონ 869 ათასი ლარი იყო, შემოსავალი კი 3 მილიონ 203 ათასი ლარი. ამის შესახებ საზოგადობრივი მაუწყებლის 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.

ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან ყველაზე დიდი ოდენობა - 27,2% - წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკისთვის დაიხარჯა. 24, 3% კი ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკისთვის. სამეურვეო საბჭოსთვის გახარჯული თანხა 1,3%-ს შეადგენს, ადმინისტრაციისა და ფინანსების ბლოკისთვის კი 13,2%.

რაც შეეხება შემოსავლებს, 3,2 მილიონიდან უდიდესი ნაწილი - 1,818 მილიონი - სარეკლამო შემოსავლებიდანაა, 645,564 ლარი მიღებულია იჯარის შემოსავლებიდან, 101 ათასი ტექნიკის გაქირავებიდან, 638,087 კი სხვა შემოსავლებიდან.

Subscribe to our news

Get the main news of the day