Home
Category
TV Live Menu

გასული წლის ყველაზე იღბლიანი და უიღბლო ბიზნესმენები

58be6bb4dc25c
BM.GE
07.03.17 12:11
1022
Bloomberg Billionaires Index -ი სიას აქვეყნებს, რომელიც უმდიდრესი ადამიანების აქციების ღირებულებისა და ანგარიშებზე დაყრდნობით არის შედგენილი.

ყველაზე მდიდარი მილიარდერების რეიტინგი ასეთია:

1. ბილ გეითსი - $ 86 მილიარდი
2. უორენ ბაფეტი - $ 79.6 მილიარდი
3. ჯეფ ბეზოსი - $ 73.9 მილიარდი
4. ამანსიო ორტეგა - $ 69.3 მილიარდი
5.მარკ ცუკერბერგი - $ 59.3 მილიარდი

თუმცა, 2016 წელს ყველა მათგანს არ გაუმართლა. Bloomberg-ის გათვლებით, მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც დიდი დანაკარგები განიცადა. ამ მხრივ, შედგენილი ათეულიდან ამანსიო ორტეგა გამოირჩევა, რომელმაც $ 2.8 მილიარდი დაკარგა, რაც თავისი შემოსავლის 3.9%-ია.

ასევე 2016 წელი ყველაზე წამგებიანი იყო შემდეგი მილიარდელებისთვის: ინგვარ კამპრადი IKEA-ს დამაარსებლი - $987 მილიონი, სტეფან პერსონი H&M - $771 მილიონი, ლეონარდო დელ ვეკიო Luxottica-ს მეპატრონე - $471 მილიონი, ლორენ პაუელ ჯობსი Apple-ის დამაარსებლის, სტივ ჯობსის მეუღლე - $911 მილიონი, ჰაროლდ ჰემი ნავთობმაგნატი - $1.4 მილიარდი, ტადაში იანაი Uniqio-ს მფლობელი - $1.86 მილიარდი.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გაუმართლათ და გასულ წელს თავიანთი ქონება კიდევ უფრო გაზარდეს. ასეთი რეიტინგის ლიდერი ჩინელი მეწარმისა და ბიზნესმენის ვან ვეის მეუღლეა, რომლის შემოსავალიც ერთი წლის განმავლობაში 489,5%-ით $22.9 მილიარდით გაიზარდა.

2016 წლის მიხედვით, ყველაზე იღბლიანი მილიარდერების სია ასეთია: ვილიამ დინგი ჩინეთის ტექნო ინდუსტრია - + $5.1 მილიარდი, მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დამფუძნებელი - + $9.2 მილიარდი, მუკეშ ამბანი ინდოელი ნავთობმაგნატი - + $3.46 მილიარდი, ლაკშიმ მიტალი მეტალურგიის მაგნატი - + $2.41 მილიარდი, დასტინ მოსკოვიცი კომპანია Asana - + $2.12 მილიარდი.

Subscribe to our news

Get the main news of the day