Home
Category
TV Live Menu

"გათვლების გაკეთებაც კი გვიჭირს როდესაც დილიდან საღამომდე 5-6%-ით მერყეობს ვალუტა"

58c7daad320e5
BM.GE
14.03.17 15:55
1156
ეკონომიკური ზრდის შემცირების და ლუდზე აქციზის ზრდის პარალელურად ბიზნესმენი ზეცარ ჩოჩელი წარმოების 10-12%-ით შემცირებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, კომპანიების მხრიდან ინვესტიციები გარკვეულწილად შემცირებულია, საბოლოო ჯამში კი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ „გასული წელი ინდუსტრიისთვის რთული იყო“.

"ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველია რომ ეროვნული ვალუტა სტაბილური იყოს და დაფიქსირებული ერთ ნიშნულზე. დღე გამოშვებით 5 და 6 პუნქტით ხან მაღლა ხან დაბლა არ უნდა მერყეობდეს ვალუტა, ეს ყველაზე მეტად მოქმედებს მოსახლეობაზეც და ბიზნესზეც.

დიდი ზარალი მივიღეთ მწარმოებლებმა, რადგან უმეტესობას სესხი დოლარში აქვს, ასევე ნედლეული იმპორტირებულია და პროდუქციას ვყიდით ლარში. თუ მოსახლეობა გადახედავს, რაც შარშან იყო ფასები იგივეა თითქმის წელსაც. შეიძლება ძალიან უმნიშვნელო ცვლილება მოხდა, მაგრამ ეს არ აკომპენსირებს იმ ზარალს რასაც მწარმოებელი განიცდის. ზოგადად სტაბილური ვალუტა ნიშნავს ეკონომიკის გაჯანსაღებას, რადგან გათვლების გაკეთებაც კი გვიჭირს როდესაც დილიდან საღამომდე 5-6%-ით მერყეობს ვალუტა", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას.

Subscribe to our news

Get the main news of the day