“გაუგებარია ახალი სანებართვო პირობების არსი” - კალოიანი სამინისტროს ახალ დადგენილებაზე
BM.GE
21.03.23 16:21
• 116
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა- ინფორმაცია გუშინ მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა გააჟღერა. მისი თქმით, ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. როგორ აფასებენ მორიგი დადგენილებით გაწერილ ცვლილებებს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები და რამდენად არიან დღეს კლინიკები მზად დამატებითი ახალი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად?