Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაუქმებული და ისევ აღდგენილი კულტურის სამინისტრო

BM.GE
29.01.21 18:32
477
თანხა, რაც სხვადასხვა სექტორების სუბსიდირებისთვის თუ სხვა სახით დახმარებისთვის იხარჯება - ვალია, რომელიც მომავალში უნდა დავფაროთ. ამ დროისთვის კანონის მიერ დადგენილი ზღვრები - აქ საქართველოს ორგანულ კანონს ვგულისხმობ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ - დარღვეულია და მთავრობას 3 წელი აქვს იმისთვის, რომ ამ ზღვრებში დაბრუნდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ დაიწყოს ფისკალურ კონსოლიდაციაზე ფიქრი და ქამრები თანმიმდევრულად შემოიჭიროს.

ამ ფონზე და პანდემიის პირობებში, კულტურის სამინისტრო დაგვიბრუნდა - ისევ გამოეყო განათლებას და ცალკე უწყების სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. რა აკლდება ან ემატება კულტურას იმით, საკუთარი სამინისტრო ექნება თუ არა? ერთი, რაც შეიძლება ვიფიქროთ ის არის, რომ გადასახადების გადამხდელთა ფულზე ხელმისაწვდომობა ამით უფრო გაიზრდება. რა დააკლდა ქვეყანას და კულტურას იმით, რომ ცალკე სამინისტრო არ ჰქონდა?

Subscribe to our news

Get the main news of the day