Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გახარია პარლამენტში - "ოპოზიციის გარეშე საკმაოდ რთული იქნება"

BM.GE
23.12.20 15:00
496
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ მთავრობაში მინისტრობის კანდიდატების იგივე შემადგენლობა სრულიად ლოგიკურია. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიამ მიღებული გადაწყვეტილების 2 მიზეზი დაასახელა და განმარტა, რომ ახლა მთავარი არა - მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, არამედ კრიზისთან გამკლავებაა. პირეველი მიზეზი გახარიას თქმით, არის ის, რომ კრიტიკული მიმართულებების თვალსაზრისით, ეს მთავრობა თავის ძირითად ფუნქციებს ეფექტურად ახორციელებს და მეორე, სისტემური რეფორმები, რომლებიც სხავადასხვა სამინისტროებში დაწყებული და აქ მაგალიტად პრემიერ-მინისტორბის კანდიდატმა, ჯანდაცვის, განათლების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები მოიყვანა, ბოლომდეა მოსაყვანი.

Subscribe to our news

Get the main news of the day