ავტომობილების უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში მოქალაქე დავით მებაღიშვილმა წარადგინა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს. რამდენად რეალისტურია მისი ამოქმედება?