გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე აშშ-ში სასწავლებლად - Fulbright-ზე განაცხადების მიღება დაიწყო
BM.GE
23.06.23 13:05
• 61
საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკი პროგრამა fullbright-ის მხარდამჭერია. fullbright-ის მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მაგისტრატურაზე სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძონ, საქართველოს ბანკი კი ყოველწლიურად მის რჩეულ ერთ სტუდენტს სრულად აფინანსებ და სტიპენდიასაც უნიშნავს. წელს ბანკმა რჩეულების რაოდენობა გაზარდა და ჯამში სამი სტუდენტი დააფინანსა. რაც შეეხება 2024 წლის პროგრამას, კონკურსის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. აღსანიშნავია რომ fullbright-ის პროგრამის ფარგლებში ამერიკაში ჯამში 12 სტუდენტი მიემგზავრება.