22 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორში, გაყიდვების ასოციაციის გახსნის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე ასოციაციის სამომავლო გეგმებს და მიზნებს განიხილავენ, ამასთან ერთად, გაიმართება ასოციაციის წევრების ინტერესების პრეზენტაცია, საერთო ინტერესების მქონე ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს და იდეებს გაცვლიან. ასოციაცია, გაყიდვების პროფესიონალების გაერთიანების პლატფორმაა, რომელიც ერთი თვის წინ, დავით ჩიკვაიძემ დააფუძნა და უკვე 100-მდე წევრს აერთიანებს.
სტუმრები: დავით ჩიკვაიძე - გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი;ანზორ მანწკავა - გაყიდვების ასოციაციის ბორდის თავმჯდომარე;