Home
Category
TV Live Menu

გაზიფიცირებაზე განხორციელებულმა ინვესტიციამ $253 მილიონი შეადგინა

59831a98691e3
ელენე გოგბერაშვილი
03.08.17 16:41
874
ყოველწლიურად საქართველოს მთავრობა გაზიფიცირების სამუშაოებს 20 მილიონი ლარით აფინანსებს. მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დაგეგმილია 34 სოფელში, სადაც ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11 000 ოჯახს მიეცემა. 2013-2017 წლებში, საქართველოს მასშტაბით, 200 000-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა. ასევე, 2014-2015 წლებში ბუნებირვი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი. ენერგეტიკის სამინსიტროს ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოებზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 253 მილიონი დოლარი შეადგინა.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულების პროექტით, 14 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,833 ოჯახის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. განისაზღვრა 17 მუნიციპალიტეტის 74 სოფელი, საიდანაც 55 სოფელში განხორციელდება გაზიფიცირებისთვის საჭირო სრული სამუშაოები, ხოლო 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები. სამუშაოების შედეგად საქართველოში დამატებით 17,833 ოჯახი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი აირით.

სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day