Home
Category
TV Live Menu

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა

596c79fa35a00
დავით ჯალაღონია
17.07.17 12:48
857
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ტარიფი გაიზარდა.

სემეკის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი თბოსადგურებისთვის, "ყაზბეგი გაზისთვის, "დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის დღგ-ს გარეშე 1.884 ლარი იქნება.

2000 წლიდან დღემდე თბოელექტროსადგურებისთვის გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე იყო 0.9 ლარი, "ყაზბეგი გაზისთვის" ასევე - 0.9, "დუშეთი გაზისთვის" - 1.167, დანარჩენი მომხმარებლებისთვის - 1.383 ლარი.

აღნიშნული ტარიფი ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ოპერირებას უწევს სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” კუთვნილ მაგისტრალურ გაზსადენებს და მის ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობით საქართველოს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას 3 ძირითადი მიმართულებიდან ახორციელებს - აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოებიდან და რუსეთიდან, ასევე უზრუნველყოფს გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day