გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით მთავრობაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ გაზისა და ნავთობის კორპორაციაში განუცხადეს.
მათი ცნობით, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კკვირიკაშვილმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, გაყიდოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების 25%. საუბარია „საქართველოს რკინიგზასა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე“.
აზერბაიჯანული მედია კი წერს, რომ „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ აქციების შეძენით „სოკარია“ დაინტერესებული.