Home
Category
TV Live Menu

გაზპრომ ექსპორტი: "გაზპრომ ექსპორტი" საქართველოს სომხეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის 2017-2018 წლებში ფულს გადაუხდის

5878b408d247c
BM.GE
13.01.17 15:02
1060
"გაზპრომ ექსპორტი" საქართველოს სომხეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის 2017-2018 წლებში ფულს გადაუხდის, ხოლო 1000 კუბურ მეტრ მეტრ გაზს შარშანდელზე $30-ით იაფად მიჰყიდის, - ნათქვამია რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომნ ექსპორტის“ ვებ-გვერდზე განთავსებულ პრესრელიზში, რომელიც ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგს აღწერს.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ წელს საქართველო სომხეთში რუსეთიდან მოწოდებული 2 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრასპორტირებას უზრუნველყოფს, ხოლო მომავალ წელს - 2.2 მლრდ კუბური მეტრის.

"რამდენიმე შეხვედრის და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ქართველ პარტნიორებთან კომერციული პირობების არჩევა მოვახერხეთ, რომლებიც ოპტიმალურია ორივე მხარისთვის", - განაცხადა "გაზპრომ ექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ელენე ბურმისტროვამ.

პრესრელიზში ასევე მითითებულია, რომ აქამდე საქართველო, სომეთში გაზის ტრანსპორტირების საფასურს გატარებული გაზის 10%-ის სახით იღებდა, რაც მსოფლიო პრაქტიკაში უკვე წლებია არ გამოიყენება.

Subscribe to our news

Get the main news of the day