Home
Category
TV Live Menu

"გაზპრომ-ექსპორტთან" დადებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, - მხარეები ახალ პირობებზე კვლავ არ შეთანხმებულან

586f4d0b6452d
BM.GE
06.01.17 11:50
1162
ქართულ მხარესა და რუსულ "გაზპრომ-ექსპორტს" შორის გასულ წელს ხელმოწერილ კონტრაქტს ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა, თუმცა ახალ პირობებზე ქართული და რუსული მხარე ამ დრომდე არ შეთანხმებულან. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, ბოლო შეხვედრიდან ქართული მხარე "შეუთანხმებელი პოზიციით" დაბრუნდა. მისი თქმით, ბუნებრივი აირის ტრანზიტი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, თუმცა ახალიკონტრაქტის პირობებში ქართულ მხარეს მაქსიმალური შედეგის მიღწევა სურს. ვალიშვილის განმარტებით, მაქსიმალური შედეგი შესაძლოა იყოს ტრანზიტს საფასურის გადახდის მონეტიზაციაც, თუმცა მისაღები პირობებით, ან გასულ წელს მოქმედ კონტრაქტზე დაბრუნება. როდის გაიმართება "გაზპრომ-ექსპორტთან" მორიგი სამუშაო შეხვედრა სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის უახლოს პერიოდში მოხდება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ კონტრაქტს რომელიც მოიცავდა, როგორც გაზის შესყიდვას, ასევე ტრანზიტს ვადა გასული წლის ბოლოს გაუვიდა.

შეგახდენებთ, რომ ქართულმა მხარემ გაზპრომ-ექსპორტთან ბოლო შეხვედრა 23 დეკემბერს გამართა. საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტით გატარების სანაცვლოდ, მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს და ქართულ მხარეს ხელშეკრულების აღნიშნულ პირობებზე დარჩენა სურს.

Subscribe to our news

Get the main news of the day