"გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და კომპანია "GASCOM +" ხელმძღვანელმა გიორგი მამალაძემ რუსული გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება „რუსეთის ეკონომიკური ფორუმი 2016“-ის ფარგლებში გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, "გაზპრომი“ ქართულ კომპანიას 100 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. კომპანია "გაზპრომის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში 1 ივლისს შედის და ის 2016 წლის ბოლომდე იმოქმედებს, თუმცა შესაძლოა მისი შემდგომი გაფართოვებაც.
შეგახსენებთ, რომ რუსული გაზით მარაგდება კომპანია "ჯეოტრანსგაზი", რომელმაც გასულ წელს "გაზპრომისგან“ 0,3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა.