პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რუსული "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერსა და აზერბაიჯანული "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შორის შეხვედრა გაიმართა.
"გაზპრომის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეებმა ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის საკითხი განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიას Socar რუსეთისგან წელიწადში 3-დან 5 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენა სურს.