რუსეთის ენერგოგიგანტმა საბოლოო შეთანხმებას მოაწერა ხელი ფინეთის მთავრობასთან და 251 მლნ. ევროდ თავისი 25% წილი მიჰყიდა კომპანია "GASUM"-ში.
აღნიშნული შეთანხმება შედგა მიმდინარე წლის იანვარში, მას შემდეგ რაც "გაზპრომმა" დაუდასტურა ინტერესი გაეყიდა თავისი 25% წილი ფინურ "GASUM"-ში.
შეგახსნებთ, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებ 100% აქციების კონსოლიდირებას საკუთრებაში კომპანია “GASUM”-ში.