Home
Category
TV Live Menu

გაზპრომმა გაზსადენის "თურქეთის ნაკადის" მშენებლობა დაიწყო

5911afca29907
BM.GE
09.05.17 16:20
831

გაზპრომმა შავ ზღვაში გაზსადენის "თურქეთის ნაკადის" მშენებლობა დაიწყო. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვანია, რომ სამუშაოები რუსეთის სანაპიროსთან დაიწყო. გაზპრომის ინფორმაციით, პროექტი მკაცრი გეგმის მიხედვით ხორციელდება და 2019 წლის ბოლოს ის დასრულებული იქნება.

"ამ პერიოდისთვის ჩვენი თურქი და ევროპელი მოხმარებლები ახალი მარშრუტით მიიღებენ რუსულ გაზს",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"თურქეთის ნაკადი" რუსულ გაზს შავი ზღვის გავლით თურქეთს და ევროპას მიაწვდის. პროექტის მშენებლობას კომპანია South Stream Transport ახორციელებს, რომელიც "გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day